|
2023-02-21 12:02:06, 652 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - არ დაიჯეროთ ბიძინას ნაბიჭვრების განცხადებები, რომ კანონი რუსულისგან განსხვავდება
არ დაიჯეროთ ბიძინას ნაბიჭვრების განცხადებები, რომ კანონი რუსულისგან განსხვავდება,- ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "ხალხის ძალის" კანონპროექტს ორი მიზანი აქვს, ერთი მოკლევადიანი, მეორე გრძელვადიანი. "ამ კანონს აქვს ორი მიზანი, ერთი მოკლევადიანი, მეორე გრძელვადიანი. მოკლევადიანი მიზანია ბიძინამ მოსინჯოს, მოახერხებს თუ არა აღვირი ამოსდოს სამოქალაქო სექტორს, რითიც კიდევ ერთხელ გააწნის სილას დასავლეთს და საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხს. გრძელვადიანი მიზანია სამოქალაქო სექტორის, როგორც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე აქტორის, ნეიტრალიზაცია. ტაქსების რეფორმასავითაა - ჯერ აიძულეს რეგისტრაცია, მერე გადაღებეს (და არა მხოლოდ). ასე მოხდა რუსეთში, ასე აპირებენ აქაც. ამიტომ, არ დაიჯეროთ ბიძინას უსინდისო ნაბიჭვრების განცხადებები თითქოს ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან, თავიდან იქაც მხოლოდ სავალდებულო რეგისტრაცია იყო. აქვე - "ვაიმე, აბა არ უნდა ვიჩოდეთ ვინ შაიდან ფინანსდება?" ხალხი ხართ *ლეები და ნუ შეგროვდებით ამ სტატუსის ქვემოთ"- წერს ჯაფარიძე. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)