22:47 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 19:20:50, 1989 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დგას საქართველოს მხარდამხარ და რა თქმა უნდა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა შემაჯემებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს და ურჩიეს, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში მდგომარეობს.

"რამდენიმე დღის წინ შესრულდა ერთი წლისთავი რუსეთის შეჭრისა უკრაინაში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოსცადა თავის თავზე 2008 წელს. 

ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. გვქონდა შეხვედრები პარლამენტის წევრებთან, პრეზიდედნტთან, პრემიერმინისტრთან და ამ ყველა შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დგას საქართველოს მხარდამხარ და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა დღევანდელ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. 

ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, ამ შეხვედრებზე მთავრობას, რომ გააგრძელონ ეს მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში", - განაცხადა შაჰინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics