22:49 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 19:05:10, 752 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა, გამოვრიცხავ, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი რა მიზნით მიემართებოდა

ფაქტია, რომ კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა. მე გამოვრიცხავ იმას, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი სად და რა მიზნით მიემართებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უკრაინის მიწვევის საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს უქმნის პირობას, რომ პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს, აქედან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ კიევი პოზიციას არ შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა გააჩნია.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი ჩვენგანი არ წარმოადგენს ერთ პიროვნებას, რომელიც თავის პოზიციას ან თავისი ემოციების მიხედვით გამოხატავს მიდგომას, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ საზოგადოებას წარმოვადგენთ, რომელსაც გარკვეული შეხედულებები აქვს ამასთან დაკავშირებით და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ.

როდესაც კონკრეტული ქვეყანა, კონკრეტულ ცნობილ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ყველა პირობას უქმნის იმისთვის, რომ პოლიტიკურად პოზიციები გაიმაგროს, იყოს აქტიური და დაუპირისპირდეს ინტენსიურად კონკრეტულ ქვეყანას, რომელთანაც მოკავშირეობა უნდა გინდოდეს, აი ამ პერიოდში საკმაოდ სერიოზული თავშეკავება გამოიჩინა თბილისმა, როდესაც არ შეაფასა იქ გუბერნატორად დანიშვნა, იქ კონკრეტული ადამიანების, სისხლის სამართლის დამნაშავეების დაწინაურება და პოზიციებზე დაყენება. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ველოდებით, რომ კიევი პოზიციას შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა გააჩნია.

ფაქტია, რომ კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა. მე გამოვრიცხავ იმას, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი სად და რა მიზნით მიემართებოდა.

მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც ვაჟკაცურად და სტაბილურად გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს, ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა თბილისის მიმართ არის ცუდი საქციელი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics