|
2023-02-20 13:11:51, 756 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბელარუსთან ფრენების აკრძალვაზე - რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია
ხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს: ამასაც აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის ესკალაცია. გახსოვთ, რომ ისინი წარსულშიც ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად მოეპოვებინათ ბელარუსისგან აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. რეალურად, ამისთვის რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მორიგი პროვოკაციაა, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ პროვოკაციებს აჰყვება. „თქვენ გახსოვთ მსგავსი ტიპის პროვოკაციები ნაცმოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი ითხოვდნენ მაგალითად უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური ნებართვით, ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები რომელიც იყო,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანს, მოხდეს ბელორუსთან ვითარების მაქსიმალური ესკალაცია, ხელისუფლება არ აჰყვება. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით დისკომფორტი შეექმნებათ რუსეთსა და ბელარუსში მცხოვრებ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს. „რა განზრახვა დგას ამის უკან, თავად შეგიძლიათ გაშიფროთ, მაგრამ ჩვენ ასეთ პროვოკაციებში ავყვებით რადიკალურ ოპოზიციას. მათი მიზანია რომ მოხდეს ბელორუსთან მაქსიმალური ესკალაცია, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. ასევე, მათი მიზანია დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს თანამემამულეებს და თანამოქალაქეებს, რომლებიც ლოჯისტიკურად ყველაზე მარტივად მგზავრობენ რუსეთიდან ბელარუსის გავლით. შეგახსენებთ, რომ 800 ათასზე მეტი, მილიონამდე ქართველი, ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს რუსეთის ფედერაციაში და ბელარუსში; მათთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნა არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი.“ - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)