23:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 15:20:49, 819 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო ევროკავშირის წევრები იქნებიან

ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და პროცესი ღიაა, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არის, თუმცა კავშირში წევრობა დამოკიდებულია იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ქვეყანას აქვს წარდგენილი.

„არ ვიცი, რა არის სადებატო გაფართოებაზე. ვემზადებოდი უსაფრთხოების არქიტექტურაზე, გეოპოლიტიკურ ევროპაზე სასაუბროდ, როგორ გავუმკლავდეთ ომს, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა გაფართოებაზე იმაზე მეტი, რაც ევროპელმა ლიდერებმა, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უკვე თქვეს - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, წევრი ქვეყნების ლიდერებმა. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ ჩართულები არიან, ევროსტრუქტურებმა პროცედურები შეძლებისდაგვარად სწრაფად გიარეს, მაგრამ პროცედურები არსად წასულა. წარმოუდგენელია დახმარება პროცედურების გავლის გარეშე, წესები ადგილზეა და ის უნდა შესრულდეს. მე არ ვარ სპეციალისტი გაფართოების წესებსა და გზების საკითხებში, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად და განმეორებით, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და რომ პროცესი ღიაა. მოლოდინი არ გვაქვს, რომ ყველაფერი ერთ ღამეში მოხდება, ეს დამოკიდებულია მოთხოვნების შესრულებაზე“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით ჯოზეფ ბორელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics