23:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 11:21:55, 883 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - მუხლებზე ვდგავართ და გვატყუებენ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ, სინამდვილეში, რუსეთი ადრე თუ გვიან გადაგვივლის

ჩემი აზრით, სრულიად სამარცხვინო გამოსვლა იყო,- ასე შეაფასა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები.

ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყანას მაქსიმალურად ასუსტებს, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

"ჩემი აზრით, სრულიად სამარცხვინო გამოსვლა იყო. რომ შეადაროთ რა ხდებოდა იქ, ხალხი რაზე ლაპარაკობდა და მერე ღარიბაშვილი რას ლაპარაკობდა, იყო ჩვეულებრივი სირცხვილი. 

რასაც "ქართული ოცნება"  აკეთებს არის ის, რომ ქვეყანას ასუსტებს მაქსიმალურად, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სინამდვილეში, ჩვენ 10 წელია ვდგავართ მუხლებზე და გვატყუებენ, რომ ასე შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება, სინამდვილეში, თუ ჩვენ ვიქნებით სუსტი, რუსეთი ადრე თუ გვიან გადაგვივლის. 

შარშან უკვე გვითხრეს უარი [ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე], ახლა მოვა წლის ბოლო და  დიდი ალბათობით, ისევ გვეტყვიან უარს სტატუსზე.  მშვიდობა არის იქ - მშვიდობა ცალკე, მარტო და სუსტი, არ გვექნება, გამორიცხულია",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ  "მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება". გარდა ამისა, მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ "რთულია ითქვას, რა მოხდება, სად იქნება ევროპა უკრაინის ომის შემდეგ".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics