00:44 - 11 May, 2026
|
2023-02-16 19:45:16, 629 ნახვა
პოლიტიკა
ელი კოენი - ისრაელი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ მხარს დაუჭერს
ისრაელი უკრაინულ "მშვიდობის ფორმულას" მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ასევე მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ისრაელი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ გაეროს ფარგლებში მომავალ კვირას მხარს დაუჭერს “, - განაცხადა ელი კოენმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა პარტნიორებს. მისი ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს რუსეთის დასჯას უკრაინაში შეჭრისთვის.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)