|
2023-02-15 23:19:27, 968 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილზე იმიტომ მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რომ მიზანი არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სანქცირებამდე მივიდეს საკითხი, კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზანი არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი. „ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტება. საქმე იმაშია, რომ მიზანი არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი. სანქციის დაწესება უკვე ნიშნავს დასჯას და როცა ადამიანს სჯი, მისგან არაფერს აღარ ელოდები. სწორედ იმიტომ ხორციელდება შანტაჟი და იმიტომ მოქმედებს დე ფაქტო სანქციები და არა ფორმალური სანქციები, რომ მიზანი არის შანტაჟი,“- განაცხადა კობახიძემ. მისი შეფასებით, მათ იციან, ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ ეს ავტორიტეტი მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ მეორე ფრონტის მიზნებისათვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს. „მიზანი არის ის რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ პოლიტიკაში იმისათვის, რომ მან გავლენა იქონიოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. მათ იციან რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული პერსონალური ავტორიტეტი და უნდათ ეს ავტორიტეტი მისი ნების წინააღმდეგ გამოიყენონ მეორე ფრონტის მიზნებისათვის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს და არ გააკეთებს. ეს მან ხაზგასმით აღნიშნა თავისივე წერილში, მაგრამ ინტერესი ეს არის. მე მგონია, რომ გაგრძელდება სწორედ იმიტომ, რომ მიზანი არის შანტაჟი და არა დასჯა. ამიტომ იყენებენ ისინი დე ფაქტო სანქციებს, რაც წამოსცდა ვიოლა ფონ კრამონს ერთხელ ინტერვიუში და ამიტომ არ იყენებენ ისინი ფორმალურ სანქციებს. თუ ადამიანს დასჯი მისგან ვერაფერს მიიღებ. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც იყენებენ რეალურად არაფორმალურ სანქციებს“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)