21:42 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 23:30:41, 1100 ნახვა

პოლიტიკა
გოგი წულაია - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სასამართლო გვაქვს და ვარ პოლიტიკური პატიმარი

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სასამართლო გვაქვს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ და დასჯილი ვარ იმისათვის, რომ გავბედე და ბერას შევაგინე, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი გოგი წულაია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას პატიმრობა შეუფარდა.

მისივე თქმით, ის აქამდე პოლიტიკური პატიმარი იყო და ახლა უკვე პოლიტიკური დევნილია, იმყოფება საფრანგეთში და იტოვებს იმედს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, მას არ გაწირავს ტანჯვისთვის და არ დააბრუნებს საქართველოში.

მან დასძინა, რომ არ დანებდება და იბრძოლებს ბოლომდე გამარჯვებისთვის.

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სასამართლო გვაქვს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ და დასჯილი ვარ იმისათვის, რომ გავბედე და ბერას შევაგინე. ამას არ მაპატიებდა, მე ეს შეგნებულად ვთქვი და რაღაც შედეგებს ნამდვილად ველოდი. ამას ნამდვილად არა, მაგრამ რაღაცას რომ გამირთულებდნენ, ნამდვილად ველოდი. მიპირებენ დასჯას, მაგრამ ვარ საფრანგეთში და ვნახოთ, მაქვს იმედი რომ ეს ქვეყანა არ გამწირავს და არ დამაბრუნებს საქართველოში. ვარ პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ამწუთას ვარ პოლიტიკურად დევნილი ქვეყნიდან. არ გავჩერდები, ვიბრძოლებ ბოლომდე, გამარჯვებამდე. რაც შემეძლება ამ ქვეყანაში, საფრანგეთში ემიგრაციაში ვიმუშავებ და გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩვენი ქვეყანაც დაადგეს სწორ გზას, რასაც ჰქვია ევროპის გზა და გადარჩენა", - განაცხადა წულაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics