02:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 14:39:05, 1243 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - ისე ჟღერს, თითქოს კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ეს სამარცხვინოა

ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა, - ასე აფასებს „ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის“ გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას.

როგორც დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმასთან' ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ქვეყნის "ომში ჩართვის" მცდელობის შესახებ "სასაცილო და სამარცხვინოა".

„თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, - ამბობს დევიდ კრამერი.

ცნობისთვის, გუშინ, 9 თებერვალს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა რუსეთს აქვს. 

„ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%,, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - თქვა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics