|
2023-02-09 14:16:07, 1104 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები, ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით რუსეთს, მხოლოდ საქართველოს დავაზიანებდით
საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით რუსეთს, მხოლოდ საქართველოს დავაზიანებდით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და არავის აძლევს საშუალებას, რომ საქართველოს მეშვეობით, მათ გვერდი აუაროს. "გავიდა ერთი წელი. სანქციების ტალღებიც ვნახეთ. ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი იმისთვის, რომ არ დაუშვას გვერდის ავლა დაწესებული სანქციებისა. ამავე დროს, ვნახეთ ხალხი, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები არიან თუ არა, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოუწოდებს, რომ დავაწესოთო სანქციები. დღეს, ეს უკვე ეკონომიკურადაც დათვლილია - საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისა და ხალხისთვის, ეს ცხადია. ეს ნიშნავს, ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას. ამას ააცილა ქვეყანა "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა ხელისუფლებამ იმით, რომ თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ. ორმხრივი სანქციები ანუ ის, რომ საქართველოს დაეწესებინა სანქციები, ჩვენ ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით რუსეთს და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს. ჩვენ, ამავე დროს, პატიოსნად ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს და არ ვაძლევთ არავის საშუალებას, რომ მას გვერდი აუაროს საქართველოს მეშვეობით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ყველა წონის, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია იყოს მკაცრი, მყარი და მეორე მხრივ, არც ერთი სახელმწიფო არ კვეთს იმ წითელ ზღვარს, სადაც ის უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე ზიანს მიაყენებს რუსეთს. ზუსტად ისეთივე განსჯა აქვთ მათ, როგორც საქართველოს, რომ არ კვეთენ წითელ ხაზს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)