03:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 13:42:02, 877 ნახვა

პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი - ძალზედ ვაფასებთ ხორვატიის მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება

ძალზედ ვაფასებთ ხორვატიის ამ მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში. სტუმრობა სიმბოლურია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს საქართველო და ხორვატია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლახან, ზაგრებში გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას და ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა სფეროში.

„აღსანიშნავია სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულება. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით. საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით კი,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების უნიკალური შესაძლებლობები მყარ საფუძველს შეუქმნის ხორვატიული კომპანიების საქმიანობას საქართველოში. 

ხაზგასასმელია, რომ მინისტრ რადმანის ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს: 1) შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და 2) საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით," - აღნიშნა მინისტრმა. 

დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გაწეულ მუშაობაზე და პროგრესზე მთელი რიგი პრიორიტეტების კუთხით, რომლის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე გადასვლა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მუშაობას, რათა შესრულდეს ასოცირების შეთანხმებით აღებული ყველა პრიორიტეტი და ვალდებულება.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ხორვატიის  ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი კონტრიბუციისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics