03:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 17:23:41, 833 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან - უნდა იცოდნენ პუტინის მსახურებმა, რომ წინ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ

კარგად უნდა იცოდნენ პუტინის მსახურებმა - ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საპროტესტო აქციები დედაქალაქის გარდა, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება.

"პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა - დღეს 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს - ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვართ ასეთ მდგომარეობაში, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. ყოველდღიურ რეჟიმში სპეცდანიშნულების რაზმებით, პოლიციის ჯებირებით მოუწევთ დაძინებაც, გაღვიძებაც, ოღონდ არა მარტო მაღალი თანამდებობის პირებს, არამედ იმ ჩინოვნიკებს რაიონებსა და ქალაქებში, რომლებიც ამყარებენ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს. საზოგადოება კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ამ წუთას დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ნიშნავს იმას, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები - რუსეთში თუ ევროპაში... კარგად უნდა გაიგოს ხალხმა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე არ არის ვიწრო პარტიული ინტერესი", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გუშინ, 6 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics