|
2023-02-06 23:59:20, 960 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, გავიდა დრო, როცა ზურაბიშვილს შეეძლო დუმილი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება
მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი სცდება, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ჩარჩოებს, აქედან გამომდინარე ელენე ხოშტარია მის პარტიასთან ერთად მზად არის მიიღოს მონაწილეობა ყველა აქტივობაში და ჩაერთოს თანამშრომლობაში, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. მან დასძინა, რომ გავიდა, დრო როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეეძლო დუმილი, დღეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა მაღალია, მან უნდა გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. "მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ თვალწინ ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის შელახვა ხდება ასეთი თავხედური ფოორმით. ამ პროცესს არანაირი საერთო არ ჰქონია არცერთ ეტაპზე სამართალთან, მორალთან ან რაიმე სიმართლის დადგენასთან. ეს არის პირდაპირი, ღია შურისძიება და ჩვენს თვალწინ ადამიანის გათელვა. ეს ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, და მე არ ვიცი ვინ აღიქვამს დღეს ამას და ვინ არა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა, ეს საკითხი სცდება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ჩარჩოებს. მე პირველ რიგში მინდა ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ამ მოქცევას. საქართველოს მოქალაქეებისგან, საქართველოს სახელმწიფოსგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არცერთი ადამიანი არ იმსახურებს და მან მინდა მიიღოს ჩემი პირადი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ვთქვი, ეს სცდება ნაციონალური მოძრაობის ჩარჩოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ რომ მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი. მე ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს იმისთვის, რომ კოორდინირებულად, მკაფიოდ, გონივრულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით. ეს არის პროტესტი, ეს არის აქციები. და ქვეყნის გარეთ, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. გავიდა დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გააგრძელოს დუმილი მე არ ვიცი ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, ვის რისი პასუხისმგებლობა აქვს. და დღეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაა არის ძალიან მაღალი. მან უნდა გააკეთოს არჩევანი და საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება, ან ისე, და აიღოს პასუხისმგებლობა რომ ისიც აწერს ამ განაჩენს ხელს, ან ასე და გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - განაცხადა ხოშტარიამ.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)