05:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 18:27:57, 731 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი

გიორგი ჩალაძეს ეყოლება გუნდი,რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე და გამართვაზე, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" იღებს პასუხისმგებლობას დაეხმაროს გუნდს, ამ მიმართულების გააქტიურებაში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შტაბები იქნება ზეპარტიული და გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყნის ევროპული მომავალი.

"კონსულტაციები იმართებოდა მხოლოდ ერთ კანდიდატთან და ეს იყო გიორგი ჩალაძე, რომელსაც ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე და გამართვაზე, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" იღებს პასუხისმგებლობას დაეხმაროს ლოჯისტიკაში, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრები მიმართოს ამ მიმართულებით და ხელი შეუწყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამ მიმართულების გააქტიურებას და შესაბამისად ჩემი პირველი გადაწყვეტილება იქნება ამ შტაბების ჩამოყალიბება, ეს იქნება ზეპარტიული და ამ შტაბში გაწევრიანება შეეძლება ყველა იმ ადამიანს ვისთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და შესაბამისად მე მინდა რომ წარმატება ვუსურვო ამ შტაბს "ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics