05:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 09:44:47, 686 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ საუბრის შინაარსი საჯარო არ უნდა გამხდარიყო

რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას უპასუხა, რომელის მიხედვითაც, ევროკავშირის ელჩებმა 28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას ფორმალური დემარში ჩაატარეს.

„იმ საკითხებზე, რაზეც მაშინ ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ  შინაარსი ბოლომდე არ უნდა გასულიყო. მე მაქსიმალურად დავიცავი ეს შეთანხმება. თუკი ცალკეული პირი გაამჟღავნებს, ეს, ბუნებრივია, მისი გადასაწყვეტია. ეს შეხვედრა იყო როგორც ჩვენი ინიციატივით, იმიტომ, რომ გვინდოდა, გაგვეცნო მათთვის რეალური სურათი, ისე მათი ინიციატივითაც და მათ, ბუნებრივია, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და წუხილი სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის გარშემო. აინტერესებდათ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და ჩვენც გვამოძრავებდა ზუსტად იგივე მიზანი, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის მთელ ამ ინფორმაციულ  ქარტეხილებში, რომელიც მეტწილად გაჯერებული არის სრული დეზინფორმაციით, მიგვეწოდებინა  ფაქტებით გამყარებული სწორი ინფორმაცია. ეს იყო რეალურად ინფორმაციის გაცვლა.  ჩვენც გავაცანით სრული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ ადამიანის გარშემო, რას აკეთებს სახელმწიფო და როგორი იყო მისი იმჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს შედის ჩვენს ინტერესში. მითუმეტეს, როდესაც საქართველო შედის ევროინტეგრაციის პროცესში და ხელისუფლება მოსახლეობის დავალებას ასრულებს მაქსიმალურად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ სრულფასოვანი, ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება და როგორ სრულდება კანონმდებლობის მოთხოვნები საქართველოში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics