22:26 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 12:08:24, 1431 ნახვა

პოლიტიკა
ფეიგინი - საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, 20 თებერვალს ახალ გლობალურ აქციას ვატარებთ

საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას,- ამის შესახებ რუსი ბლოგერი და უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს.

ფეიგინი დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს ხელისუფლებამ არ მოგვისმინა, ამიტომ, 2023 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვახორციელებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha. მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დამამცირებელი მოპყრობით, გამოვიდნენ საკუთარ დედაქალაქებში პარლამენტთან და სამთავრობო შენობებთან. ამ პროცესში უნდა ჩაერთოთ",- წერს ფეიგინი.

ცნობისთვის, მარკ ფეიგინის ინიციატივით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით აქციები გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics