07:26 - 11 May, 2026
|
2023-01-30 22:18:07, 799 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ევროპის უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა
„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბასკეთის მხარეში, ქალაქ გერნიკაში, ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა. კობახიძის ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ მისთვის დიდი პატივია ისეთ ისტორიულ ადგილზე სტუმრობა, სადაც ბასკეთის ისტორია იწერებოდა. მან დასძინა, რომ ქართველი ხალხი ამაყობს ბასკ ხალხთან ისტორიული კავშირით და მეგობრობით. „ჩემთვის დიდი პატივია ისტორიულ ადგილას სტუმრობა, სადაც იწერებოდა ბასკეთის ისტორია. ქართველები ვამაყობთ ისტორიული კავშირით და მეგობრობით ბასკ ხალხთან. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის!”, - წერს კობახიძე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)