2021-10-24 00:23:16, 1031 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი- სიცრუეა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ვმსჯელობდით
იუსტიციის მინისტრი რატი ბეგაძე, წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა.
"მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრისას საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!
ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე.
ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ". - წერს ბრეგაძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,