|
2021-10-23 13:40:27, 710 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება
მივეჩვიეთ უკვე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყოველთვის ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება. ეს არის მათი რეალური სახის კიდევ ერთი წარმოჩენა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გუშინ არაერთი ფეიკი ინფორმაცია გავრცელდა ამასთან დაკავშირებით და ამაზე გაკეთდა კომენტარები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტული პირების დაკავებას, რომლებიც არიან შემჩნეული გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებებში, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ჩვენ მივეჩვიეთ უკვე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება ყოველთვის კრიმინალებისთვის ხელის დაფარება. ეს არის კიდევ ერთი წარმოჩენა მათი რეალური სახის. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა თავისი კრიმინალური შემადგენლობით, მათ შორის ადამიანური რესურსით, რომლებიც კრიმინალებთან არიან დაკავშირებული. ეს არის მათი სახე და ეს ბუნებრივიც არის მათი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)