01:27 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 12:45:56, 518 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, ცაგერში ჩვენი კანდიდატი გიორგი ნებსაძე, მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის საარჩევნო შტაბის წევრებთან, ჩვენს პარტიასთან, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, ბატონი გიორგი ნემსაძე, რომელიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას სულ, რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში, რაც არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი და მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება" არჩევნებს.

„გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს. მე გაგახსენებთ ხურჩის ე.წ ტერაქტს, რომელიც თვითონ დადგეს და ჩვენი ამომრჩეველი დაზიანდა, ერთ-ერთი ქალბატონი დაიჭრა. ასეთი ხელწერით მართავდნენ ისინი არჩევნებს. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს, წარმოიდგინეთ, როგორი  გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ, მართლაც სანიმუშო და ნამდვილად ევროპული სტანდარტების. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატი გიორგი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ცაგერის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ ყველგან და არ მივცეთ საშუალება არც ერთ პროვოკატორს ქვეყნის დაძაბვის და ქაოსის შემოტანის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics