16:36 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 16:21:00, 313 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე- საუკეთესოდ გაწვრთნილი და აღჭურვილი თითოეული ბატალიონი ნიშნავს უკეთ დაცულ ქვეყანას

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. -ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ პარტნიორებს პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ჩვენი ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა.დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ასევე წარმატებით დასრულდება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ამ ისტორიული პროგრამის შედეგი უკვე მკაფიოა - სამხედრო მომზადების თვალსაზრისით თვისობრივად ახალ დონეზე აყვანილი ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფები და  საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არის იმ უდიდესი მხარდაჭერისა და თანადგომის კიდევ ერთი მაგალითი, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აკეთებს საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისათვის. ეს პროგრამა არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უმაღლეს ნიშნულზე არსებული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულება, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით საქართველოს თავდაცვის ძალები რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს. ამ პროცესში კი, პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. „ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მომზადების დონის ამაღლებასა და თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვის პროცესს, რომლის საფუძვლებიც უკვე შექმნილია. შემუშავებული გვაქვს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. ასევე, გრძელდება ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური განახლება, სამხედრო მრეწველობის გაძლიერება და სამხედროების დაფასების პოლიტიკა.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გრძელვადიანი პოლიტიკა კიდევ უფრო  გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“,-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.“-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics