17:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 11:22:35, 706 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან, მოქალაქეები ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც აიცრებიან

თბილისში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები ავტობუსში შეძლებენ ვაქცინის გაკეთებას.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დღეიდან 3 ასეთი ავტობუსი იმუშავებს - ერთი სადგურის მოედანზე იდგება, 2 კი გლდანსა და ვარკეთილში იმოძრავებს, სადაც სულ 4 წერტილია. ავტობუსები 2-საათიანი შუალედით იმოძრავებენ.

იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

„დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და კუთვნილ ვაქცინას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით. ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics