|
2021-08-26 21:14:10, 632 ნახვა
საზოგადოება
კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.-ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს მათი თქმით, ამჯერად შეხვედრა სასტუმრო "ლე-მერიდიენის" თანამშრომლებთან აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტაენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ გამართეს. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე. "შეხვედრაზე განთავსების სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდათ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინების წარმომავლობის, ვაქცინაციის უპირტესობისა და მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებს ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროცესისი გაჭიანურების დრო არ არის, აცრა ყველამ უმკლეს დროში უნდა ჩაიტაროს, რათა მოხდეს ვირუსის დროულად დამარცხება. აჭარაში ვაქცინაციის პროცესი 24 დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორისაა 21 სამედიცინო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი (მეტროსითი, ბათუმი მოლი) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო აჭარის სოფლებში. ამჟამად აჭარაში ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა."-ნათქვამია განცხადებაში
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)