|
2021-08-25 13:00:54, 362 ნახვა
საზოგადოება
ზაზა დიასამიძე - ჩვენ გავიმარჯვებთ და უდიდესი უპირატესობით დავდებთ, 2021 წლის 2 ოქტომბერს სწორ შედეგს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად დასახელება დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. - ამის შესახებ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული ყველა გამოწვევა მოსახლეობასთან ერთად გადაილახება. „ემსახურო ასეთ მშრომელ, გულღია და პატრიოტ ხალხს, ემსახურო უნიკალური ლანდშაფტების, უნიკალური ბუნების მქონე მუნიციპალიტეტს, ჩვენს მხარეს უმდიდრესი ისტორია აქვს, თავს ვიწონებთ ბუნებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და სტუმართმოყვარეობით, რაც ერთი დღით აქ ჩამოსულ სტუმარსაც კი ასე აღაფრთოვანებს. ხელვაჩაური ეს არის მუშტად შეკრული ძლიერი ოჯახი, ძლიერი და სამართლიანი ოჯახი. სამართლიანი ოჯახი 2021 წლის 2 ოქტომბერის თვითმმართველობის არჩევნებზე ყველას გაცსემს პასუხს ვისაც აინტერესებს თუ ვინ უნდა იაროს სწორი გზით. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, 2012 წლიდან მისი საქმიანობა არის სწორი, მისი საქმიანობა ადამიანურ ღირებულებებზე დამკვიდრებული, ჩემი საქმიანობაც იქნება ღირებულებებზე, აღმშენებლობაზე და იმ ფასეულობებზე დაყრდნობილი, რომელიც უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობებში მოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი ჩართულობითა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და აქ მცხოვრები ადამიანების წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას გადავლახავთ! მადლობა „ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, როგორც ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის მერობის კანდიდატი. გარწმუნებთ, რომ მთელ ჩემს გამოცდილებას, ცოდნასა და ენერგიას მოვახმარ მუნიციპალიტეტის კეთილდრეობას. გარწმუნებთ, არც ჩემს პოლიტიკურ გუნდს და არც ხელვაჩაურის მოსახლეობას იმედებს არ გავუცრუებ. გპირდებით, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად წინ წავიდეს, უფრო გალამაზდეს, გაჯანსაღდეს და ეკონომიკურად ძლიერი გახდეს. ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით რეგიონში მართლაც უკვე ბევრი რამ გაკეთდა. სახელმწიფო დიდ ინვესტიციას დებს, რომ სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, წარმოებასა და სხვა სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს, მცირე, საშუალო თუ მსხვილ მეწარმეებს, სახელმწიფოს თანადგომის იმედი ჰქონდეთ. არსებული პროგრესის მიუხედავად, მიღწეული შედეგებითა და განხორციელებული პროექტებით იქამდე ვერ დავკმაყოფილდებით, ვიდრე კვლავაც იარსებებენ ადამიანები, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ხელვაჩაურის თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში ბოლომდე არ აღმოიფხვრება ინფრასტრუქტურული პრობლემები და ვიდრე საჯარო სიკეთე და სერვისები ყველგან კომფორტული და ხელმისაწვდომი არ იქნება. სიყვარულით, აღმშენებლობით, ურთიერთთანდგომით, ჩვენ გავიმარჯვებთ და უდიდესი უპირატესობით დავდებთ, 2021 წლის 2 ოქტომბერს სწორ შედეგს.“- განაცხადა
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)