19:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-24 18:21:07, 638 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობას ორბელიანის მოედნის რეაბილიტირებულ სკვერში შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად ზურაბ აბაშიძემ ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და სხვა მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ორბელიანის მოედნის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გამართა, სადაც მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათთან ერთად განიხილა ის ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთაწმინდის რაიონის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

როგორც ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა თუმცა, რჩება კონკრეტული გამოწვევები რომელთა დაძლევის გზებზე აუცილებელია ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება.

ორბელიანის მოედნის სკვერში გამართულ შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics