20:26 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 13:01:54, 745 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ვაშაძე – ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსთან მიმართებაში უმძიმესი ვითარებაა და სანამ მოსახლეობის 60% არ იქნება ვაქცინირებული, მანამდე რთული იქნება რეგულაციების მოხსნა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,  მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და მოქალაქეებისთვის ტესტირება უნდა გახდეს უფასო. 

„ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება კოვიდთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ის, რაც ხდება, ვერ შეფასდება, რომ რამის მართვა ან ორგანიზება მიმდინარეობს. გვაქვს ქაოსი და ასეთ მძიმე ვითარებას სჭირდება სისტემური მართვა, ანტიკრიზისული მართვა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად გამოგვიყვანს ამ მდგომარებიდან და მოგვცემს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. სამედიცინო პერსონალი უმძიმეს მდგომარეობაშია - წელიწადნახევარია ფაქტობრივად 24/7 რეჟიმში მუშაობს და გმირობაა ის გამძლეობა, რასაც ექიმები უძლებენ. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის ერთადერთი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს ქვეყანაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა, ასევე ტესტირების შესაძლებლობა - ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასო ტესტირება, რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულთა გამოვლენა. სანამ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა, რადგან ფატალური ვითარება გვაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics