|
2021-08-21 10:34:04, 350 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და ყურადღება ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლებებზე გაამახვილა. „საქართველოს აქვს კეთილსაიმედო მდგომარეობა ცხოველთა ჯანდაცვის კუთხით. შესაბამისად, ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველის ექსპორტის მიმართულებით ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკასთან ჩვენი თანამშრომლობა, ვფიქრობ, ორმხრივად სასარგებლო იქნება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ჩვენ მზად ვართ ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის, მათ შორის, მეცხოველეობის მიმართულებით ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“,- განაცხადა ფრანსისკო ბუსტილიო ბონასომ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)