21:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 11:46:13, 703 ნახვა

საზოგადოება
„მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დასრულებულ საგადასახადო შემოწმებას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი Facebook-ის პოსტით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როგორც თავიდანვე ითქვა, შემოწმება დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე.

„ეს ამბავი გემახსოვრებათ. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ, რამაც გააქარწყლა ის კონკრეტული რისკის კრიტერიუმი და შესაბამისად ამით დასრულდა შემოწმება. რაც შეეხება პროცესს - "ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე".

ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება", - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

https://www.facebook.com/1068899720/posts/10223003700975503/?d=n

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ივლისს, „მთავარი არხის" მენეჯმენტის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში ტელეკომპანიის გაყიდვების ოფისში შემოსავლების სამსახურის შესვლა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად შეფასდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics