22:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 16:10:04, 297 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ შექმნა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის და ნიადაგის კვლევის მიმართულებით

„როცა ვსაუბრობთ გურიაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, არ ვახსენოთ ის სამეცნიერო  პოტენციალი, რომელიც ამ მხარეში ყოველთვის იყო", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე.

„გურიის მხარიდან არიან ის ადამიანი, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში აგრარული დარგის განვითარებაში. ჩვენ დღეს ვინარჩუნებთ იმ ტრადიციებს, რომელიც ანასეულში ჩამოყალიბდა. სახელმწიფომ შექმნა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ნიადაგის კვლევის მიმართულებით, რომ სოფლის მეურნეობა იყოს  პროგნოზირებადი, პროდუქტიული და უფრო მეტად წარმატებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გურია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, რომელსაც დიდი გენოფონდი, დიდი გენეტიკური მრავალფეროვნება გააჩნია, თუმცა, დიდწლიად მივიწყებულია და მხოლოდ ახლა ხდება ამ ტრადიციების აღდგენა.

„მაქსიმე  რამიშვილი იყო გამორჩეული მეცნიერი, რომლის სახელსაც ატარებს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, სადაც ვაზის ჯიშების ქართული გენოფონდია წარმოდგენილი და რომლის შექმნაც  ფონდის „ქართუ" და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოხდა. ეს გენეტიკური რესურსები, რომლებიც, ფაქტობრივად, განიავებული იყო, ჩვენ გადავარჩინეთ და დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ისინი  წარმოებაში დავაბრუნოთ. გურიაში მეტი ადგილობრივი ჯიშის ვენახი უნდა გაშენდეს, მეტი საოჯახო მარანი და სასტუმრო ამოქმედდეს, რომ განვავითაროთ ტურიზმიც და მეტი შემოსავალი მივიღოთ", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics