|
2021-08-19 13:20:52, 668 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე - სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა
58 გარდაცვლილი დღეს... ეს რეკორდია საქართველოსთვის. ეს კიდევ გაიზრდება, აცრის უკიდურესად დაბალი რიცხვია ქვეყანაში. - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დღევანდელი სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა. "კარგად დაწერა ერთმა ადამიანმა ფეისბუკში: "პატრიარქი როცა კი ცუდად ხდება ეგრევე სამკურნალოდ მიდის ხან სად და ხან სად... საჯანმრთელო პარაკლისის იმედად არ რჩება (ძალიან კარგად იცის რაც მოხდება თუ მაგის იმედად დარჩება). დღეს, იმის მაგივრად რომ ხალხისთვის ეთქვა წადით და აიცერითო, პარაკლისები გადაიხადეთო დაავალა ბიჭებს არანაირი მადლიერება საბჭოთა პატრიარქისაგან ექიმებისადმი არ ისმის, არადა ის რომ დღეს ცოცხალია მხოლოდ ექიმების და მედიცინის დამსახურებაა, თანაც ევროპული მედიცინის, გერმანიაში რამდენჯერმე იყო, ჩეხეთშიც ასევე წინა წლებში. ღმერთის იმედად თუ იყო, მაშ ნუ მიმართავდა ძვირად ღირებულ სამედიცინო მკურნალობებს და ევროპაში ნუ ივლიდა ამისთვის. დღევანდელი სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე საქართველოში მთლიანად ილია მეორის კისერზეა მორალურად, ისაა ის კერპი რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 88 პროცენტი ემონება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


"
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)