|
2021-08-18 20:37:11, 643 ნახვა
საზოგადოება
„ევროკავშირი" აძლიერებს ვაქცინაციის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
10 აგვისტოს ევროკომისიამ 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა დახმარების პაკეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით. ეს დამატებითი დაფინანსება დააჩქარებს ვაქცინაციის კამპანიას აღმოსავლეთის პარტნიორი ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.- ინფორმაციას „ევროკავშირის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. როგორც ინფორმაციასია ნათქვამი, ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით, ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და დამუშავების ძირითად ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებს და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას. ” ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე , ” - თქვა სამეზობლო და გაფართოების საკითხთა კომისარმა ოლივერ ვარჰელიმ . დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს, 11 მილიონი პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას, 12000 ლაბორატორია კომპლექტს, 1500-ზე მეტ ვენტილატორს, ჟანგბადის კონცენტრატორს ,პულსის ოქსიმეტრ და 20,000 PCR ტესტს.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)