|
2021-08-17 16:25:11, 461 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი პროფესიული განათლება იქნება, თითოეულ მუნიციპალიტეტში, შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი
პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის, ვინაიდან, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, თუ სხვა, საჭიროებს პროფესიულ, განათლებულ, კვალიფიციურ მუშახელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროფესიული სასწავლებელი თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება. „რა თქმა უნდა, განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ და ჩავდოთ ინვესტიციები განათლებაში. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ ამ ეკონომიკური სიდუხჭირის, აქედან მომდინარეობს, აქედან იღებს სათავეს, ვინაიდან, განათლებული ადამიანი უფრო მეტად შეძლებს, უფრო მეტად ორგანიზებულია და უფრო მეტი ცოდნა აქვს, როგორ განავითაროს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი და ა.შ. როგორ კარგად მოემსახუროს ჩვენს მოქალაქეებს. პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობის, ვინაიდან, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, თუ სხვა, საჭიროებს პროფესიულ, განათლებულ, კვალიფიციურ მუშახელს. ამიტომ, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ჩვენი გეგმის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებელი, სადაც ჩვენ მოვიყვანთ მაღალკვალიფიციურ, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილზე გადაამზადებენ ჩვენს მოქალაქეებს, ასწავლიან, დაატრენინგებენ და შემდგომ ისინი გადასცემენ ცოდნას და კვალიფიკაციას ჩვენს მოსახლეობას. მთლიანობაში, მეგობრებო, ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)