|
2021-08-17 14:23:59, 861 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა.- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რატი ბრეგაძე და ეკატერინე ტიკარაძე დოკუმენტის გაცემის პროცესს ერთობლივად აკვირდებოდნენ. ამასთანავე, მინისტრებმა თბილისის იუსტიციის სახლში ახალადდანერგილი სერვისით თავადაც ისარგებლეს და კოვიდბარათები აიღეს. მათივე ინფორმაციით,დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა. კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ. კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)