23:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 10:21:30, 408 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრა შიო მღვიმელის ქუჩაზე გამართა, სადაც მოსახლეობას სამომავლო გეგმებსა და იმ კონკრეტულ პროექტებზე ესაუბრა, რომელზე მუშაობასაც ის „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად აპირებს. თავის მხრივ, ამომრჩევლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მთაწმინდის რაიონში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს.

„დღეს შიო მღვიმელის ქუჩის მაცხოვრებლებთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და საინტერესო საუბრები გვქონდა.  მთაწმინდის რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივა განვიხილეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტები საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ.

მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლების მხრიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია და არაერთი გულითადი რჩევა მივიღე." - განაცხადა აბაშიძემ.

„ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს, მთაწმინდის რაიონის მასშტაბით, რეგულარულად  გამართავს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics