|
2021-08-15 16:38:32, 946 ნახვა
საზოგადოება
მეცნიერი და ფილოლოგი პროფესორ თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს. „უბედნიერესი კაცი ვარ, ჩემი ჰობი და ჩემი საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა - სასიტყვეთში დავხეტიალობ... სიტყვებს ვხვდები, ვეცნობი, ვაყურადებ, ვუახლოვდები, ზოგჯერ ვუუცხოვდები და ვცილდები კიდეც“, - თამაზ კვაჭანტირაძე. გასულ წელს, სწორედ ამ ციტატით მივულოცეთ 80 წლის იუბილე გამორჩეულ ქართველ ფილოლოგს, თსუ-ის კურსდამთავრებულს თამაზ კვაჭანტირაძეს. ბატონმა თამაზმა მრავალი წელი გაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არაერთი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული ენისა და ლიტერატურის დარგის და ზოგადად, ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ბატონი თამაზის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე 1940 წლის 7 ივნისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის - „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. ავტორია წიგნებისა: „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002); მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „მსგავსებითი შედარება ქართულში“, რომელიც 1978 წელს დაიცვა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)