2021-08-15 11:23:00, 789 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 371 შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 314 პირს დაუდასტურდა, 4 519 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5 579 შემთხვევა გამოვლინდა, 1 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,