|
2021-08-14 15:06:05, 734 ნახვა
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი - გურჯაანი უნდა იყოს ევროპული დონის მუნიციპალიტეტი, ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი
„ქართული ოცნების“ გუჯაანის მერობის კანდიდატის ზურაბ უტიაშვილის წარდგენაზე საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გურჯაანი უნდა იყოს ევროპის დონის მუნიციპალიტეტი, რის თქმის საფუძველს დეპუტატს იმ პროექტების განხორციელება აძლევს, რომლებიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე, კიდევ ერთხელ, გამოსვლა და იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც გურჯაანში ხორციელდება, რომელიც თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ახალგაზრდული საბჭოს წევრები, რომლებიც აქ შეგვეგებნენ და სწორედ ისინი არიან გურჯაანის მომავალი. მათი დამსახურებით შევძელით, რომ გურჯაანში რეგიონული ტექნოპარკი გაკეთდა, ამ პროექტს ჰქონდა დიდი მხარდაჭერა პრემიერის და „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქვე მინდა, აღვნიშნო ველისციხის პროექტი. ეს იქნება ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი და იმ ისტორიის გახსენება, რომელიც ველისციხეს ტრადიციულად მოყვება. ასევე, აღსანიშნავია ის მცირე მარნები, რომელიც გურჯაანს, როგორც მეღვინეობის ქალაქად, მეღვინეობის მუნიციპალიტეტად აყალიბებს. არც ერთ მუნიციპალიტეტს არა აქვს იმხელა სავენახე ფართობები, იმდენი მიკროზონები, როგორც გურჯაანს. შემოვლითი გზა, რომელიც ერთი უკვე გაკეთდა მეორე კეთდება, თბილისიდან კახეთის მიმართულებით ოთხზოლიანი ავტობანი, რომელიც უფრო დაახლოებს და გააქტიურებს აქაურობას, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები არის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გურჯაანი უნდა იყოს ევროპული დონის მუნიციპალიტეტი. ეს მხოლოდ და მხოლოდ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, გურჯაანის პარკი, მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ქალაქს, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ბატონი პრემიერის ინიციატივაა, მსგავსი პროექტები სულ სხვა იერს შესძენს გურჯაანს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კულინარიის ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც მსოფლიო დონის ცენტრია, რომლის მშენებლობაც უკვე იწყება და ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული განათლების ცენტრი არა მარტო აქაურობისთვის, მთელი ქვეყნისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო, კეჯის ბორდოს მეღვინეობის უნივერსიტეტის თანხმობა, იმაზე, რომ კულინარიის ცენტრთან ერთად მეღვინეობა-მევენახეობის უმაღლესი სასწავლებელიც აქვე არსებობდეს და ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლის ამის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტები, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი არ არის, არ უნდა გავექცეთ იმ გამოწვევებს, რომელიც ყოველდღიურობაში გვაქვს. წყალი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით ამასაც ძალიან მალე გადავჭრით. ამ პროექტების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია „ქართული ოცნების“, პრემიერის მხარდაჭერით. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ და პრემიერს ჩვენი რეგიონის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)