01:22 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 11:20:53, 765 ნახვა

საზოგადოება
ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღსაკვეთად შრომის ინსპექციას ახალი უფლებამოსილება მიენიჭა

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. შრომის ინსპექციას ხალხმრავალი ღონისძიების გამართვის პრევენციის უფლება ეძლევა. 

აქამდე მოქმედი რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ჰქონდა, ახალი დადგენილებით კი ინსპექციას უფლება აქვს რეაგირება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს.

რეაგირება გულისხმობს ობიექტის ან მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო ნივთების, მაგალითად, აუდიოაპარატურის დალუქვას.

"დადგენილების თანახმად, „შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება, რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ ათეულობით ობიექტი დააჯარიმა.

აჭარის რეგიონში დაჯარიმდა 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი. დაილუქა 10-მდე ობიექტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics