|
2021-08-13 21:10:28, 822 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ახმეტაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის საპილოტო პროგრამები განხორციელდება
„ახმეტაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის საპილოტო პროგრამები განხორციელდება", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება იმ მეურნეობების დაფინანსება, რომლებიც ტყეში როგორც მერქნულ ისე არამერქნულ რესურს მოიპოვებენ მდგრადი პირობებით. ეს არის ახალი პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდთან და ტყის მდგრად მართვას ითვალისწინებს. „იქ, სადაც სოფლის მეურნეობა ნაკლებად არის წარმოდგენილი, მეტია ბუნებრივი რესურსების გამოყენების საშუალება. ახალი სატყეო კოდექსი იყო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის ერთიანი სურვილი, რომ მიგვეღო ტყის მდგრადი მართვის ახალი პლიტიკა. ახმეტის მუნიციპალიტეტი იქნება ერთ-ერთი პირველი, პიონერი რეგიონში, სადაც ჩვენ დავიწყებთ სატყეო მეურნეობის იმგვარად აღდგენას, რომ ერთის მხრივ, გავუფრთხილდეთ ტყეს, მეორე მხრივ, შევქმნათ მეტი ეკონომიკა, მეტი სარგებელი მიიღოს ჩვენმა მოქალაქემ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)