|
2021-08-13 20:21:05, 504 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტს მევენახეობის, მეხილეობის და მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს მევენახეობის, მეხილეობის, ასევე, მეცხოველობის განვითარების მიმართულებებით. - აღნიშნულის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცცვის მიმართულებით მკაფიო განვითარების გეგმა აქვს. „ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ვიმსჯელეთ, რომ კონკრეტული დაპირებები გავცეთ და კონკრეტულ დაპირებებზე ვიყოთ პასუხისმგებლები. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო განვითარების გეგმა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, ბუნების დაცვის მიმართულებით. ეს არის 10 წლიანი გეგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რა არის ხელისუფლების პასუხისმებლობა, დროის რომელ მონაკვეთში რა უნდა იყოს შესასრულებული და რა მიზანს უნდა ვაღწევდეთ და, შესაბამისად, ჩვენ ვიყოთ ანგარიშვალდებული თითოეულ თქვენგანთან. ამისთვის ჩვენ ვართ ღია, გახსნილები. ეს გეგმები იყო წარდგენილი მოსახლეობისთვის. ჩვენ გევქნება მეტი კომუნიკაცია არჩევნების პროცესშიც. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება არჩევნების მერეც და ვისაუბრებთ კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტულ დარგებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)