|
2021-08-13 16:05:19, 603 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი- ლორთქიფანიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა
სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული პირველადი მოკვლევის შედეგად, ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა. „ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარედ გუშინ ფერდი ჩამოიშალა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში - სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა პრობლემის დასადგენად. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს მუნიციპალიტეტი იქამდე აანაზღაურებს, სანამ ამის საჭიროება იქნება. „თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება. თავად ამ ფაქტზეც, ჩვენი მხრიდან უკვე მოხდა შესაბამისი რეაგირება და კომპანია დაჯარიმებულია 30 000 ლარით, თუმცა, ეს არ არის ის სანქცია, რომლითაც კომპანიის პასუხისმგებლობა მოიხსნება. კომპანიის პასუხისმგებლობაა და ეს უშუალოდ ჩვენი ჩართულობითაც მოხდება, რომ იქ გამოწვეული ზიანი, რაც მოსახლეობას მიადგა, იყოს გამოსწორებული. ამ კომპანიის მხრიდან არასწორი და არათანმიმდევრული შედეგების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ნებისმიერ მსგავს არასწორად ჩატარებულ სამუშაოზე მუნიციპალიტეტის მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)