02:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 21:26:07, 793 ნახვა

საზოგადოება
გორელი პოლიციელის განცხადებით- ის სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე  მის უფროსს  დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, მისი თქმით ის სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. 

ჯოხაძემ,  "ფეისბუქზე" პირდაპირი ეთერით განაცხადა ამის შესახებ.

 "ეს ადამიანები - დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ სამსახურში  და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს კითხვაზე, რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას, რა დგას, არ გეკითხებიან  საერთოდ- რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენი წევრი გყავს, რამდენ ადამიანს ინახავ, რამდენ ადამიანს არჩენ, ამათთვის სრულიად არანაირი აზრი არ აქვს. დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო წადი, რას ჰქვია წადი 3 შვილის მამა ვარ , ესენი შემინახავენ ოჯახს?”-ამბობს ჯოხაძე

მისი თქმით, ერთდერთი მიზეზი რაც შეიძლება ჰქონდეთ ისაა რომ მისი სიძე კახა საბანაძის ბავშობის მეგობარია.

„ერთადერთი ლოგიკური მიზეზი არის ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი,რომელიც იყო შიდა ქართლში  პოლიციის უფროსი და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ,რომ იყო კახა საბანაძის  ბავშვობის მეგობარი და ახლა უნდათ,რომ მეც იმ მიზეზით გამიშვან“- განაცხადა პოლიციელმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics