03:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 20:57:42, 711 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე სააკაშვილზე -დამისახელოს ბატონმა მიხეილმა ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ჩემი ნათქვამი გამოდგა სიცრუე

„დამისახელოს ბატონმა მიხეილმა  ან ნებისმიერმა კრიტიკულმატელევიზიამ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ჩემი ნათქვამი, განსაკუთრებით ტელეეკრანებიდან ნათქვამი, გამოდგა სიცრუე. ასეთ ფაქტს ვერავინ ვერ გაიხსენებს.“- ამით ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ერცვაძემ მიხეილ სააკაშილის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის და ლევან რატიანი  ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ ვირუსთან ბრძოლისას.  მათ კლინიკებში მოხვედრილი ჰოსპიტალიზირებული პაცენტების სიკვდილიანობის დაბალი დონით ისინი მოწინავე არიან არა მხოლოდ საქართვლოში არამდ მსოფლიოში.

„იცით, მე პატივს ვცემ ბატონ მიხეილს, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და არ მინდა, მას  არაკორექტულად ვუპასუხო, მაგრამ ყველა ხვდება ალბათ და ყველამ იცის, რომ სიცრუე ის იყო, რაც მან ბრძანა. მან თქვა, რომ ქედს იხრის ექიმების და გმირი ექიმების წინაშე, რომ არ დაეკარგა ამომრჩევლის ხმები, ამავე დროს ამოარჩია სამი ექიმი, პაატა იმნაძე, ლევან რატიანი და მე, რომლებიც პირველივე დღიდან და პირველივე წუთებიდან არა ფრონტის წინა ხაზზე, არამედ წინა ხაზის წინ ვიდექით. ანუ ჩვენ ცუდები ვართ და დანარჩენი კარგები. ახლა  ხალხი განსჯის, რამდენად დაუჯეროს ბატონ მიხეილს, რომ იმნაძემ, რატიანმა და მე არ გავაკეთეთ და  ჩვენი პირდაპირი მოვალეობა არ შევასრულეთ და ჩვენი პირდაპირი საექიმო საქმე არ გავაკეთეთ და ვმონაწილეობდით რაღაც შეკრებებში ან მითუმეტეს  სიცრუეს ვეუბნებოდით მოსახლეობას. დამისახელოს ბატონმა მიხეილმა  ან ნებისმიერმა კრიტიკულმა ტელევიზიამ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ჩემი ნათქვამი, განსაკუთრებით ტელეეკრანებიდან ნათქვამი, გამოდგა სიცრუე. ასეთ ფაქტს ვერავინ ვერ გაიხსენებს.

მე მინდა შევეხო, ჩემი გვარი ახსენა ცოტა შეურაცხმყოფელ ფორმაში - აცანცარებული ცერცვაძე - და ახლა  აცანცარება და ცანცარი, რომელს უფრო შეეფერება, მე თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს.

მან თქვა, რომ ლევან რატიანს როგორ ამოეღება ხმა, როდესაც აქვს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე უარესი მდგომარეობა თავის რეანიმაციაში. ცოცხალი ტყუილი,რას ჰქვია ყველაზე უარესი მდგომარეობა კი არა, ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა აქვს, როგორც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისე საქართველოს სხვა რეანიმაციულ სამსახურებს შორის და  ვინ-ვინ დღე და ღამ მუშაობს ლევან რატიანი მუხლჩაუხრელად . როგორ შეიძლება ლევან რატიანზე  ამის თქმა, რომ ის ან არასაკმარისად მუშაობს ან ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს.

მე  ვიტყოდი ბატონ მიხეილზე,იქნებ ჩვენზეც თქვას რომ ცუდი მაჩვენებლია, 1%-ია სიკვდილიანობა ჩვენს კლინიკაში.1% არა ყველა შემთხვევის არამედ ჰოსპიტალში შემოსული მძმე ავადმყოფების 1%, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში და მსოფლიოში.-განაცხადა ცერცვაძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics