|
2021-08-10 13:46:21, 478 ნახვა
საზოგადოება
პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2021 წლის ფინალისტები დაასახელა
ლიტერატურული კონკურსი „საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 89 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბა“ მეცხრამეტედ ტარდება. 2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები: 1. ლელა დუმბაძე, ალი სმითის „შემოდგომა” (სულაკაურის გამომცემლობა) 2. მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ტყის ჩეხა” (სულაკაურის გამომცემლობა) 3. თამარ კვიჟინაძე, კნუტ ჰამსუნის „მიწის მადლი” (სულაკაურის გამომცემლობა) 4. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი” (სულაკაურის გამომცემლობა) 5. ლიკა ჩაფიძე, ავგუსტ სტრინდბერგის „წითელი ოთახი” (სულაკაურის გამომცემლობა) 6. ია ქვაჩახია, ელიფ შაფაქის „ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში” (პალიტრა L) 7. ხათუნა ცხადაძე, ელენა ფერანტეს „მარტოობის დღეები” (ზოლიანი კატა) 8. მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის „ქარიშხალი” (სეზანი) 9. ლევან ბერძენიშვილი, ევრიპიდეს „4 ტრაგედია” (ინტელექტი) 10. ანი კოპალიანი, ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (ინტელექტი) 11. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა” (ინტელექტი) 12. თამარ რეკკ-კოტრიკაძე, ჯორჯ ორუელის „ცხოველების კარ-მიდამო” (ინტელექტი) 13. მზია გალდავაძე, დანიელ ვისერის „მთის დედოფალი” (ინტელექტი)
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)