|
2021-08-10 13:04:20, 293 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდარას სკოლაში - 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ სკოლაში შეხვდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლას ეწვია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ჯანდარას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის სრული ღირებულება 3 მილიონ 882 ათასი ლარია. ჯანდარას საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაზაფხულზე დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლას აქვს გარე და შიდა სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და კლას-კაბინეტები. ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მისაღებად სკოლა მზად არის. 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან. ჯანდარას ახალაშენებულ საჯარო სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)