21:54 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 18:02:49, 1015 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ნიკა მელიას უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო

უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ნიკა მელია თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან, - ამის შესახებ პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს.

დავით ბაქრაძის განმარტებით, დღეს არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღე, ვისაც სურს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება.

„პირველ რიგში, ვულოცავ ნიკა მელიას დამსახურებულ თავისუფლებას - მისმა უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სრულიად უპრეცედენტო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ის თავისუფალია პოლიტიკური ტყვეობიდან. ნიკა მელიას გათავისუფლება არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც ამ ურთულესი თვეების მანძილზე იბრძოდა საპროტესტო აქციებზე, კარვებში, ქუჩაში, მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს ფაქტი, ისევე როგორ გიორგი რურუას გათავისუფლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლაში, გააზრებული სტრატეგიით და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ყოველთვის შეიძლება შედეგის მიღწევა. დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება, სიტუაციის ნორმალიზება და პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულება. ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ ამ მიმართულებით.

ახლა დროა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გზით მივიდეთ ადგილობრივ არჩევნებამდე, სადაც შესრულდება პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების კიდევ ერთი მთავარი მუხლი - ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ვერ მიიღოს ხმების 43%-ზე მეტი და შემდეგ უკვე საბოლოოდ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ მიზნის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთო ოპოზიციურ ერთობას. აუცილებელია დაპირისპირების, ბოღმის, ურთიერთთავდასხმების გარეშე შევჯერდეთ ადგილობრივ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვების გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა მელია მისთვის საკადრის, წამყვან როლს შეასრულებს”, - აღნიშნულია დავით ბაქრაძის განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics