21:54 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 17:12:18, 760 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა

ესე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქი-ბუქი სამართლებრივი სახელმფიწოს პრინციპის შესაბამისად, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირმა გირაოს გადახდით, მიხეილ სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს არც „ნაციონალური მოძრაობა და არც ნიკა მელია.

„ესე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქი-ბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, როდესაც არავის მიეცემა შესაძლებლობა რომ კანონი დაარღვიოს, თუკი დაარღვევს, მისი აღსრულება ხდება, შემდგომ ვუყურებდით, რომ ბაქი-ბუქობდა, რომ ვერ დააკავებდნენ და დააკავეს, ამბობდა რომ გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო, მოუწია ზედმეტი ბაქი-ბუქის გარეშე ასევე ამ გირაოს მიღება და შემდგომი ნაბიჯი იქნება, ამნისტიაზე იტყვის, რომ გავრცელდეს მასზე.

რაც არ უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები, საქმე გვაქვს შემდეგნაირად, ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომ მელიას საშუალებით სურდა სააკშვილს რუსული სცენარი განეხორციელებინა აღკვეთა. ეს არის მარტივი საკითხი. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ნიკა მელია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics