2021-05-10 14:50:52, 594 ნახვა
პოლიტიკა
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, შეხვედრას მართავენ
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ერთობლივ შეხვედრას მართავენ.
შეხვედრას, რომელიც „ამბასადორი კაჭრეთში“ მიმდინარეობს ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ასევე შეხვედრაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საკითხებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან