22:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 16:57:19, 703 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი ევროკავშირის გირაოზე - ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად, ჩემთვის უცნობია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯია.

როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, მისთვის უცნობია.

„ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯი: გუშინ საღამოს, ევროპული დემოკრატიის ფონდის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელიც ერთი საათში დაორგანიზდა, დაამტკიცა ნიკას გირაოს დაფარვა. ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, უცნობია, ჩემთვის, პირადად. დიდი მადლობა ფონდს, რომლის შექმნის იდეის განხორციელებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ბრიუსელში 2012-2013 წლებში“, - წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics